პრემიერ-მინისტრმა ისტორიული ქველმოქმედებისთვის მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა
პრემიერ-მინისტრმა ისტორიული ქველმოქმედებისთვის მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უპრეცედენტო ქველმოქმედებამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კულტურული მემკვიდრეობის, იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში. კობახიძის თქმით, იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემა არის ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი.
