საქართველოს ეროვნული კინოცენტრი შანხაის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული სტენდით წარდგა
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი შანხაის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული სტენდით წარდგა. სტენდით, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, თანამედროვე ქართულ ფილმებს და პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას. ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციისთვის საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან რეჟისორები და პროდიუსერები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კინობაზრობის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაში, გაეცნობიან სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებს.
