კილიან მბაპეს განცხადება
საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ახალგაზრდობას საპარლამენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. კილიან მბაპემ 30 ივნისს დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებს ისტორიული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ფრანგი ხალხი ექსტრემისტებს ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებას არ მისცემს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მისი გუნდი ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის “ეროვნულ ერთობასთან” დამარცხდა.
