სააგენტო „როიტერი“ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფრომაციას რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზაში ტაქტიკური პაუზების გამოცხადების გამო უკმაყოფილოა
სააგენტო „როიტერი“ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფრომაციას რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ღაზაში ტაქტიკური პაუზების გამოცხადების გამო უკმაყოფილოა. წყაროს ცნობით, როდესაც ნეთანიუაჰუმ ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების შესახებ გაიგო, თავდაცვის ძალების მეთაურს განუცხადა, რომ მისთვის ეს ყოვლად მიუღებელია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის მიზნით, ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ყოველდღიური „ტაქტიკური პაუზები“ გამოაცხადეს. ჰუმანიტარული პაუზები დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე იმოქმედებს.
