რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს გლობალური მშვიდობის მომდევნო სამიტში
რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს გლობალური მშვიდობის მომდევნო სამიტში, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მისი დაკავების ორდერი აქვს გაცემული. ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნოემბრამდე დაგეგმილ მეორე სამიტში პუტინის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მისი განმარტებით, მიუხედავად დაპატიმრებაზე გაცემული ორდერისა შვეიცარიას გამონაკლისის დაშვება შეუძლია.
