სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ნაკრების დაყოფა ფეხბურთის ფედერაციისთვის მიუღებელია
სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ნაკრების დაყოფა ფეხბურთის ფედერაციისთვის მიუღებელია. ფედერაცია აცხადებს რომ ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში მიუღებელია გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. განცხადებაში ნათქვამია რომ პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ღირსების ორდენზე წარდგენილი თავდაპირველი სია, გაუგებარი მიზეზით, არასრული შემადგენლობით იყო გამოქვეყნებული. საუბარია პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ღირსების ორდენებით დაჯილდოებაზე.
