ისტორიული მატჩი
ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველ შეხვედრას გამართავს. დორტმუნდში, ქართველი ფეხბურთელების მეტოქე თურქეთის გუნდი იქნება. გუშინდელი ვარჯიშის დროს, მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში 25 მოთამაშე იყო. ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი კი ისევ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. დღეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი თამაშამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ კი, სანიოლი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. თურქეთი-საქართველოს მატჩი ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
