ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი კვლავ საზეიმოდ აღინიშნება
ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი კვლავ საზეიმოდ აღინიშნება. სტუმრები ლევილის მამულში შეხვდნენ ცნობილ ქართველ მოჭიდავეებს. მამულში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა წარმოადგინა უილიამ შექსპირის „ოტელო". შეხვედრა გაიმართა ლიტერატურული პრემია „მუზის“ ლაურეატ ნინო ხოფერიასთან, რომელმაც საზოგადოებას თავისი შემოქმედება გააცნო. გაიმართა კონცერტი საქართველოს სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით. საზოგადოების წინაშე წარდგა ანსამბლი „ქართული ხმები“.
