ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
ბათუმში, სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო სახელწოდებით „დღეები მიდიან“. მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის მიერ ორკესტრის თანხლებით წარმოდგენილი ვერსიები სცენაზე შეასრულეს ცნობილმა მუსიკოსებმა.
