ძლიერი წვიმის შედეგები ცაგერის მუნიციპალიტეტში
ცაგერის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა რამდენიმე თემის და ქალაქ ცაგერის მოსახლეობას. სტიქიის შედეგად განადგურდა ვენახები, ხილის ბაღები, ნათესები, ნარგავები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, შიდა სასოფლო გზები. სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.
