ჰამბურგში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მამაკაცს, რომელიც სამართალდამცველებს ნაჯახით დაესხა თავს
ჰამბურგში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მამაკაცს, რომელიც სამართალდამცველებს ნაჯახით დაესხა თავს. ინციდენტი პოლონეთისა და ნიდერლანდების მატჩის წინ, სანკტ პაულის რაიონში მოხდა, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრები აღლუმს მართავდნენ. პოლიციამ მის გასანეიტრალებლად ჯერ წიწაკის სპრეი გამოიყენა, შემდეგ კი იძულებული გახდა ცეცხლი გაეხსნა, რის შედეგადაც თავდამსხმელი მძიმედ დაიჭრა.
