როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლად აყვანილი თანამშრომლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო
როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში მძევლად აყვანილი თანამშრომლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. რუსეთის სამთავრობო მედიის ცნობით, პატიმრები, რომლებმაც ციხის ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს, ლიკვიდირებულნი არიან. სპეც ოპერაციისას მძევლები არ დაშავებულან. ტერორიზმში ბრალდებულმა პატიმრებმა იზოლატორის თანამშრომლები მძევლად დღეს დილით აიყვანეს.
