კახა კალაძე: არ არსებობს ამერიკული სანქციები. არსებობს ამერიკული მეგობრობა
„არ არსებობს ამერიკული სანქციები. არსებობს ამერიკული მეგობრობა“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკასთან მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ევროპისკენ სვლა კი გაგრძელდება.
