ონში ბავშვთა პირველი სარაგბო ფესტივალი გაიმართა
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 1 წლის წინ დაარსებული რაგბის კლუბ „ამარანტების“ მასპინძლობით, ონში ბავშვთა პირველი სარაგბო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც 2013-14 წლებში დაბადებული ბავშვების 16 გუნდი მონაწილეობდა. ფესტივალი საქართველოს მთავრობის, მხარის ადმინისტრაციის და საქართველოს რაგბის კავშირის პატრონობით ჩატარდა.
