„ზაფხული იწყება აქ“ - ბათუმში ზაფხულის ფესტივალი მიმდინარეობს
„ზაფხული იწყება აქ“ ბათუმში ზაფხულის ფესტივალი მიმდინარეობს. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება კონცერტები და გასართობი ღონისძიებები. მოწყობილია ღია კაფეები, ბაზრობები, სადაც მეწარმეები მისულ სტუმრებს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ. ღონისძიებების მასპინძელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტია.
