მიჩიგანში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა
მიჩიგანში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი აკვაპარკის ტერიტორიაზე მოხდა. დაშავებულთა შორის 2 ბავშვია. პოლიციამ თავდამსხმელი მოგვიანებით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა. მან სავარაუდოდ, თავი მოიკლა. პოლიცია დანაშაულის მოტივის დადგენას ცდილობს.
