როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებულმა 2 თანამშრომელი მძევლად აიყვანეს
როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებულმა 2 თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. ადგილზე ძალოვანი სტრუქტურებისა და პროკურატურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი და მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მოგვიანებით, ციხეში სპეცოპერაცია ჩატარდა. რუსეთის სამთავრობო მედიის ცნობით, პატიმრები, რომლებსაც მძევლები ჰყავდათ აყვანილი, ლიკვიდირებულები არიან. მძევლები ოპერაციისას არ დაშავებულან.
