ფრანსუა ოლანდმა პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა
ფრანსუა ოლანდმა პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ოლანდის თქმით, საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად ის „სახალხო ფრონტის“ სიით, სამხრეთ დასავლეთ კორეზის ოლქში იბრძოლებს. ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2012-17 წლებში იკავებდა.
