სააგენტო „როიტერსისთვის“ მშვიდობის გლობალური სამიტის დასკვნითი დეკლარაციის შინაარსი გახდა ცნობილი
სააგენტო „როიტერსისთვის“ მშვიდობის გლობალური სამიტის დასკვნითი დეკლარაციის შინაარსი გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, დეკლარაციაში მხარდაჭერილია ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის უკრაინის კონტროლ ქვეშ დაბრუნება და საზღვაო პორტებზე უსაფრთხო წვდომის აღდგენა, ასევე, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა და დეპორტირებული ბავშვების დაბრუნება. გლობალური მშვიდობის სამიტი შვეიცარიაში გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება. სამიტში მონაწილეობას მსოფლიოს 101 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იღებს.
