იური ნოზაძე და გელა სამხარაული ხორბლის სასელექციო სადემონსტრაციო ღია კარის დღეს დაესწრნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, ხორბლის სასელექციო სადემონსტრაციო ღია კარის დღეს დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში მიწვეული სტუმრები ხორბლის მოვლა მოყვანის ახალ ტექნოლოგიებს, არსებულ გამოწვევებს და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
