თბილისის მერი კახა კალაძე შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა
თბილისის მერი კახა კალაძე შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზაზე სვლის გაგრძელება მოუწოდა. კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს კურსი ევროპულია და ამ გზაზე მიღწეული წარმატებები ქართველი ხალხის და „ქართული ოცნების“ ერთობლივი დამსახურებაა.
