თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლითაც გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით მოქალაქეთა ჯგუფი გაემგზავრა. ისინი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გერმანიაში სტადიონზე უგულშემატკივრებენ. ყველა სუბსიდირებული რეისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგზეა მორგებული. თბილისსა და ქუთაისიდან ჩარტერული რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის, კიოლნისა და დიუსელდორფის მიმართულებით შესრულდება. დაგეგმილია 17 ჩარტერული რეისის შესრულება.
