გემო ფესტი ქუთაისში
ქუთაისში ყველაზე გემრიელი ფესტივალი, „გემო ფესტი“ გრძელდება. ფესტივალში 22 კვების ობიექტი მონაწილეობს. წარმოდგენილია იმერული სამზარეულოს თანამედროვე ვერსიები. ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ ღვინის დეგუსტაცია, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს. ფესტივალი ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება. პარტნიორები კი აეროპორტების გაერთიანება და ქუთაისის მერიაა.
