ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა
ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა! ფესტივალის საზეიმო გახსნაზე წარმოდგენილი იყო ლუიჯი ქერუბინის ოპერა „მედეა“. სიმბოლურია, რომ ბათუმში, საზღვაო ქალაქში, გაცოცხლდა არგონავტების მითი. ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება.
