„საქართველოს დღეები იაპონიაში“
კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იაპონიაში, ტოკიოს ერთ-ერთ ცენტრალურ, იო იოგის პარკში, საზეიმოდ გაიხსნა „საქართველოს დღეები იაპონიაში“. პირველივე დღეს წარმოდგენილმა მრავალ ფეროვანმა კულტურულმა და სპორტულმა პროგრამამ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია. გაიმართა იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლების ასევე, ფოლკლორულ ანსამბლ „ამფორას“ კონცერტები. სტუმრების წინაშე წარდგნენ იაპონელი სპორტსმენები. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები.
