9 აპრილის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტები
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი 9 აპრილის ქუჩის, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროექტებზე, ასევე ამირეჯიბისა და თამარაშვილის ქუცებს შორის დამაკავშირებელი პანდუსების მოწყობაზე საუბრობს. მისი თქმით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ 9 აპრილის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რაც გულისხმობს მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციებს, ახალ გარე განათების ქსელს, ტროტუარებისა და სავალი ნაწილის მოწყობას. თბილისის მერის მოადგილე ამბობს, რომ მომდევნო კვირიდან დაიწყება უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა.
