სლოვაკეთში არჩეული პრეზიდენტის, პეტერ პელეგრინის ინაუგურაცია გაიმართა
სლოვაკეთში არჩეული პრეზიდენტის, პეტერ პელეგრინის ინაუგურაცია გაიმართა. ცერემონიას არ დასწრებია პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც 15 მაისის თავდასხმის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს სახლში გადის. ახლადარჩეული პრეზიდენტი ფიცოს მემარცხენე ნაციონალისტური კოალიციის წევრია. საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა გამარჯვებამ ფიცოს პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა.
