პარიზსა და საფრანგეთის დიდ ქალაქებში ულტრა მემარჯვენე ძალების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა
პარიზსა და საფრანგეთის დიდ ქალაქებში ულტრა მემარჯვენე ძალების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. პოლიციის ცნობით, პარიზში აქციაზე 75 ათასამდე ადამიანი გამოვიდა, ქვეყნის მასშტაბით კი საპროტესტო მსვლელობებში 250 ათასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ ანტირასისტული ჯგუფები, პროფკავშირული გაერთიანებები და მემარცხენე ალიანსის ლიდერები. პარიზში აქცია პოლიციასთან შეტაკებებში რამდენჯერმე გადაიზარდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
