ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელმა რაფაჰში 8 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელმა რაფაჰში 8 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომელშიც ისრაელელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ ნაღმზე ააფეთქეს. მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მძიმე საფასურის მიუხედავად, ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაცის ბოლომდე მიიყვანს.
