შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალური სამიტი
ომის დასრულების შესახებ უკრაინის გარეშე არაფერი უნდა გადაწყდეს. ასეთი იყო ამერიკის ვიცე პრეზიდენტის მთავარი გზავნილი შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალური სამიტიდან. კამალა ჰარისმა უკრაინის ხელისუფლებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და რუსეთი მსოფლიო წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა. ამერიკის ვიცე პრემიერმა ღიად განაცხადა, რომ რომ პუტინის წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული სამშვიდობო გეგმა რეალურად უკრაინისთვის კაპიტულაციის მოთხოვნაა. ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტის წინააღმდეგ გამოვიდნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.
