პრეზიდენტის ადმინისტრაცია ისევ დუმს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ისევ დუმს. სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე არ აკეთებს განმარტებას, რა პრინციპით დააკორექტირა პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სია და რატომ არ გადასცემს სახელმწიფო ჯილდოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა ნაწილს. მმართველ გუნდში ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას, ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის დავალებებს ასრულებს.
