გერმანიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანს, ეკა ნათენაძეს საერთაშორისო ხელოვნების პრესტიჟული ჯილდო „ფენიქსი“ გაეცა
გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანს, ეკა ნათენაძეს, საერთაშორისო ხელოვნების პრესტიჟული ჯილდო „ფენიქსი” გაეცა. დაჯილდოების ცერემონია ვენეციაში გაიმართა. დაჯილდოებაზე მიწვეულები იყვნენ ხელოვანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეკა ნათენაძე წლებია გერმანიაში ცხოვრობს. მისი შემოქმედება მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. მხატვარი ხშირად იღებს მონაწილეობას ევროპის არაერთ პრესტიჟულ გამოფენაში. არის კულტურის მენეჯერი და ხელს უწყობს გერმანულ ქართული ურთიერთობების გაღრმავებას
