საქართველოს თავდაცვის ძალები 15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს
საქართველოს თავდაცვის ძალები 15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. სამხედრო პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. საზეიმო ღონისძიებაზე პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. გამორჩეულ სამხედრო პოლიციელებს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის, ასევე საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის უწყებრივი მედლები გადაეცათ
