სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ნიმუშებს იღებენ
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ნიმუშებს იღებენ. 2024 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ გადამამუშავებელ ბიზნეს ოპერატორებთან უკვე განახორციელა ექვსი ათას 729 სახელმწიფო კონტროლი. შედეგად გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. რძის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მწარმოებლებსა და ასოციაციებთან
