ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო - „დღეები მიდიან“
ბათუმში, სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა დიდი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო სახელწოდებით „დღეები მიდიან“. მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის მიერ ორკესტრის თანხლებით წარმოდგენილი ვერსიები სცენაზე შეასრულეს ცნობილმა მუსიკოსებმა. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა კიდევ ერთხელ მოესმინა კომპოზიტორის უკვდავი ჰიტები
