მერი დავითაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის - „და ასე გავხდი საბავშვო“ - პრემიერა გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში ქართველი კომპოზიტორის, მერი დავითაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის - „და ასე გავხდი საბავშვო“ - პრემიერა გაიმართა. ფილმის რეჟისორია დიმიტრი ბუთლიაშვილი. ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი დაესწრო. საღამოს ასევე ესწრებოდნენ კომპოზიტორის ოჯახის წევრები, ახლობლები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.