დასავლური მედია წერს, რომ ამერიკული კომპანია “კოკა კოლა” რუსულ ბაზარს უბრუნდება
დასავლური მედია წერს, რომ ამერიკული კომპანია “კოკა კოლა” რუსულ ბაზარს უბრუნდება. კომპანიამ რუსეთი 2022 წელს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე პროტესტის ნიშნად დატოვა. რუსული მედია კი ავრცელებს ცნობას, რომ კომპანიამ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურაში - კერძოდ, “როსპატენტში” სავაჭრო ნიშნების - კოკა კოლას, ფანტასა და სპრაიტის რეგისტრაციაზე განაცხადები შეიტანა. 3 წლის განმავლობაში გამოუყენებელ სავაჭრო ნიშნებს, რუსული კანონმდებლობის მიხედვით, გაუქმება ემუქრება, იმისთვის, რომ კომპანიამ მათი ბაზარზე გატანა შეძლოს, ხელახალი რეგისტრაციაა საჭირო.
