დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში უკრაინაში ომს დაასრულებს
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში უკრაინაში ომს დაასრულებს. ლოგან პოლის პოდკასტში საუბრისას, ექსპრეზიდენტმა და პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის პრეზიდენტებთან. დონალდ ტრამპმა ამერიკისა და რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის მფლობელ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის კარგი, თუმცა მკაცრი ურთიერთობა მნიშვნელოვანია.
