უანგარო დონაციის აქცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით
უანგარო დონაციის აქცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით. აქციის მიზანი უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. სისხლის დონაცია, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, 5 სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მიმდინარეობს. კამპანიაში ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეებიც ჩაერთნენ.
