ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ჯორჯიან ეარვეისის ახალი თვითმფრინავის პრეზენტაციას დაესწრო
ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ჯორჯიან ეარვეისის ახალი თვითმფრინავის პრეზენტაციას დაესწრო. ბოინგ 767 -300, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მოდელია, ავაკომპანიას ლიზინგის წესით გადაეცა. ბოინგი ხანგრძლივი, პირდაპირი რეისებისთვის არის განკუთვნილი. ბორტი 250 ადგილიანია და მოიცავს პირველი კლასის სალონსაც. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დამტკიცებული განრიგის მიხედვით, წელსზაფხულის სეზონზე 13 600 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.
