საკრებულოს ოპოზიცია იპოდრომის ტერიტორიაზე მრავლსართულიანი კორპუსების მშენებლობის პროექტს აპროტესტებს
საკრებულოს ოპოზიცია იპოდრომის ტერიტორიაზე მრავლსართულიანი კორპუსების მშენებლობის პროექტს აპროტესტებს. გეგმა, რომელიც შვიდი მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას ითვალისწინებს, ოპოზიციის წევრების შეფასებით, ხელს უშლის ქალაქის სარეკრეაციო ზონების განვითარებას. ოპონენტების საპასუხოდ, საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მშენებლობა არა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, არამედ თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ იგეგმება, რაც, მათივე თქმით, რეკრეაციულ სივრცეს ან ცენტრალურ პარკს საფრთხეს არ უქმნის. საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვისოლ ჯგუფის მშენებლობა ცენტრალურ პარკს პრობლემებს არ შეუქმნის, იმ ტერიტორიის ნახევარი კი, რომელზეც შენობების აგება იგეგმება, რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა.
