ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ბექა პაპაშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში „ქართული ოცნების“ დეპუტატს - ბექა ოდიშარიას სიტყვიერად დაუპირისპირდა
ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ბექა პაპაშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში „ქართული ოცნების“ დეპუტატს - ბექა ოდიშარიას სიტყვიერად დაუპირისპირდა. შეურაცხმყოფელი შეძახილების შემდეგ, დეპუტატის თანმხლებმა პირებმა აქტივისტს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. იყო დაპირისპირება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს რადიკალური ოპოზიციის დაგეგმილი კამპანიაა და ყველა ასეთი შემთხვევის უკან ნაციონალური მოძრაობა ან მასთან დაკავშირებული ადამიანები და არასამთავრობოები დგანან, რომლებიც ასეთ ქმედებებისთვის სოლიდურ თანხას იღებენ.
