პოლიტიკო: „შარლ მიშელს ურსულა ფონ დერ ლაიენის გასანადგურებლად ახალი გეგმა აქვს“
გამოცემის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებთან ევრკომისიის პრეზიდენტის პოსტზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ლობირებს. პოლიტიკო ევროპელ დიპლომატებსა და მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ მართალია, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტობა თითქმის გარანტირებული აქვს, თუმცა მიშელი მის წინააღმდეგ პერსონალურ პოლიტიკურ ვენდეტას განაგრძობს.
