უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინის იარაღით უწყვეტად მომარაგების მიზნით, ნატოს ხელმძღვანელობა ალიანსის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე სამი მსხვილი სამხედრო ბაზის შექმნას გეგმავს. ვიქტორ ორბანი არ გამორიცხავს, რომ ბაზები შესაძლოა უკრაინის მეზობელ პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში განლაგდეს, მისი თქმით ამ შემთხვევაში ეს ქვეყნები რუსეთის სამიზნე გახდება. ორბანი განმარტავს, რომ უნგრეთი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ნატოს ამ მისიაში მონაწილეობას არ მიიღებს.
