რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსეთის ექვს ოლქში უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მოიგერიეს
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსეთის ექვს ოლქში უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მოიგერიეს, განადგურებულია 87 დრონი. რუსული ტელეგრამ არხები წერენ, რომ როსტოვის ოლქში თავდასხმის სამიზნე სამხედრო აეროდრომი იყო, ვორონეჟის ოლქში კი, იერიშების შედეგად, საწვავის საცავები დაზიანდა. დრონების თავდასხმა მოხდა ბელგოროდისა და კურსკის ოლქებზეც. დაშავებულებისა და დაზიანების მასშტაბებზე ოფიციალური მოსკოვი ცნობას არ ავრცელებს.
