საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ გუნდმა გერმანიის ქალაქ ფელბერტში კიდევ ერთი ვარჯიში გამართა, რომლის დროსაც მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში 24 ფეხბურთელი იყო. საბა კვირკველია ისევ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება, ოთარ კიტეიშვილი კი თანაგუნდელებს რამდენიმე დღეში შეუერთდება. ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ქართველი ფეხბურთელები 18 ივნისს თურქეთის ნაკრებს შეხვდებიან. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
