ისტორიული გამარჯვების და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი ხუთი ლარის ნომინალის საკოლექციო ოქროს და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს.
ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი ხუთი ლარის ნომინალის საკოლექციო ოქროს და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს. სებმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დაიწყო მონეტის დიზაინზე მუშაობა. მონეტის დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდან არის აღებული. მონეტაზე დატანილია წარწერა „მე ვარ საქართველო“. მონეტის მეორე მხარეს გამოსახულია ნაკრების ფეხბურთელთა მაისურის დიზაინი.
