პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
უანგარო დონაციის დღის აღნიშვნა პარლამენტში ტრადიციად ჩამოყალიბდა. ამ დღეს პარლამენტის წევრები და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები უანგაროდ აბარებენ სისხლს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
