წითელი ხიდის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით აღურიცხავი საწვავის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
წითელი ხიდის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით აღურიცხავი საწვავის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის და მისი მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში მებაჟე ოფიცრებმა 15 ტონამდე არადეკლარირებული დიზელის საწვავი აღმოაჩინეს. აღურიცხავი საწვავი სამართალდამრღვევ მოქალაქეს სხვადასხვა მოცულობის პოლიეთილენის ავზებით გადმოჰქონდა.
