აჭარის უმაღლეს საბჭოში წლიური ანგარიშით თორნიკე რიჟვაძეს მოუსმინეს
აჭარის უმაღლეს საბჭოში წლიური ანგარიშით თორნიკე რიჟვაძეს მოუსმინეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე ბათუმის საერთაშორისო აღიარებაზე, ტურიზმისა და ეკონომიკის ზრდაზე. რიჟვაძის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია ჯანდაცვა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ისაუბრა ასევე „ოცნების ქალაქის“ მშენებლობაზე. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროპულ არჩევანს. სესიას არ ესწრებოდა ოპოზიცია. უმაღლესი საბჭოს ამ შემადგენლობას რიჟვაძემ ანგარიში ბოლოჯერ წარუდგინა. საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება.
